მოსკოვში ნაწილობრივი “ლოკდაუნი” გამოცხადდა

მოსკოვში 28 სექტემბრიდან 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის “ლოკდაუნი” წესდება და მათ საჭიროების გარეშე ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ.

შესაბამის განცხადებას მოსკოვის მერია ავრცელებს.

რუსეთში, კორონავირუსული ვითარების გაუარესების ფონზე, დედაქალაქის მთავრობა მომუშავე პენსიონრებს”დისტანციურ რეჟიმზე ” გადასვლისკენ მოუწოდებს. ასევე, დამსაქმებლებს მიეცათ რეკომენდაცია, რაც შეიძლება მეტი თანამშრომელი გადაიყვანონ სახლიდან მუშაობის რეჟიმზე.

როგორც მოსკოვის მერმა, სერგი სობიანინმა განაცხადა, ვირუსის გავრცელების მხრივ, ვითარება უარესდება და იზრდება, ასევე, ჰოსპიტალიზებულთა რიცხვი.

ოფიციალური მონაცემით, მოსკოვში ინფიცირებულთა რიცხვის მატება 13 აგვისტოდან გრძელდება. პანდემიის დაწყებიდან რუსეთის დედაქალაქში 281 968 დადასტურებული შემთხვევაა, 5129 პირი გარდაიცვალა, 242 883 კი განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები