ზლატან იბრაგიმოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა
“მილანის” ფეხბურთელს ზლატან იბრაგიმოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაციას საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
39 წლის შვედმა თავდამსხმელმა ვირუსზე ტესტი ევროპის ლიგის “მილანი”-“ბუდე-გლიმტის” მატჩის წინ ჩააბარა.
თამაში დღეს გაიმართება.
აღინიშნება, რომ კლუბმა შესაბამისი ორგანოები გააფრთხილა და ფეხბურთელი დაუყოვნებლივ იქნა კარანტინზე გადაყვანილი. გუნდის სხვა წევრების ანალიზის პასუხი უარყოფითია.