ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ნახევარ მილიონს უახლოვდება
ირანში ბოლო ერთ დღეში კოვიდ19-ს კიდევ 175 პაციენტი ემსხვერპლა, სულ რესპუბლიკაში 25 015 ლეტალური შემთხვევაა.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სიმა სადათ ლარიმ განაცხადა.
მისი თქმით, ერთ დღეში ინფიცირებულთა რიცხვი 3 521-ით გაიზარდა და 436 319 შეადგინა.
ამასთან, მისი თქმით, 3 957 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ვირუსის დამარცხება 367 829 -მქ პირმა შეძლო.
რესპუბლიკაში 31 პროვინციიდან 29 “წითელ” ან “სარისკო” ზონად მიიჩნევა.