იაკობ ბრეგვაძე: კითხვებს ვუპასუხე, ძალიან ბევრი ერთნაირი შეკითხვა იყო, იმათაც ვუპასუხე
გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესზე საქმეში დაზარალებული ფოტოგრაფის, იაკობ ბრეგვაძის მოწმის სახით დაკითხვა უკვე დასრულდა.
ჩვენების მიცემის შემდეგ, ფოტოგრაფმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მან ყველა კითხვას პასუხი გასცა.
„კითხვებს ვუპასუხე, ძალიან ბევრი ერთნაირი შეკითხვა იყო, იმათაც ვუპასუხე”, – აღნიშნა ბრეგვაძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, მოხდა თუ არა მისი მხრიდან ბრალდებულების ამოცნობა, ფოტოგრაფი პასუხობს – “ჩემ მიერ – არა”.