აშშ-ში კორონავირუსს 200 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ში პანდემიის დაწყებიდან კოვიდ 19-ს 200 807 ამერიკელი ემსხვერპლა.
შესაბამის მონაცემს ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტი აქვეყნებს.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში 6 896 274 დადასტურებული შემთხვევაა, 2 646 959 პირი გამოჯანმრთელდა.
სიკვდილიანობის მაჩვენებლით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც 138 105 გარდაცვლილია.
ამასთან, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მაჩვენებლისა და შეფასების ინსტიტუტის პროგნოზით, 2021 წლის 1-ელი იანვრისთვის აშშ-ში ვირუსს კიდევ 180 ათასი ადამიანი შეეწირება.