„მამუკა ხაზარაძე სხვისი უბედურებითაა გამდიდრებული, ბოლო წლებში TBC ბანკის მიერ მოქალაქეებისთვის წართმეული ბინების რაოდენობა 903-ია“ – ლადო სადღობელაშვილი

,,მამუკა ხაზარაძის ქმედება ამორალურია, ის არის სხვის უბედურებასა და ცრემლებზე გამდიდრებული, 2015-2020 წლების განმავლობაში TBC ბანკის მიერ მოქალაქეებისთვის წართმეული ბინების რაოდენობა 903-ს შეადგენს,, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „პრიორიტეტული მიმართულების განვითარების ცენტრის“ დამფუძნებელმა, ლადო სადღობელაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სადღობელაშვილი ხაზარაძეს მოუწოდებს, არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს.

„გუშინ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ იგი მევახშე არ არის, უფრო სწორად, ლეგალური მევახშეა. თურმე, ის საკანონმდებლო დონეზე მოითხოვს არალეგალური მევახშეების აკრძალვას. მე ჩვენს მაყურებლებს მინდა, წარვუდგინო საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, სადაც ნათლად ჩანს, რომ 2015-2020 წლების განმავლობაში TBC ბანკის მიერ იძულებით აღსრულებაში გადაცემული და მოქალაქეებისთვის წართმეული ბინების რაოდენობა შეადგენს 903 -ს. ანუ 903 ოჯახი ბოლო 6 წლის განმავლობაში TBC ბანკმა, პრაქტიკულად, უსახლკაროდ დატოვა. ეს საგანგაშო სტატისტიკაა.
დღეს თუ ქვეყანაში არსებობს მევახშეობა , ამის დიდი წილი უჭირავს ხაზარაძის მიერ დაფუძნებულ TBC ბანკს . მართალია, ხაზარაძე ამბობს, რომ იგი უკვე ბიზნესში აღარაა და პოლიტიკაშია, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ იმ წლებში, როცა იგი TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში იყო, ხალხს ბინები წაართვეს. მაგალითად, ქალბატონი დარეჯან მშვენიერაძე, რომელიც ახლა ჩემ გვერდით იმყოფება, იძულებული გახადეს, გაეყიდა ბინა, ემუქრებოდნენ სასამართლოებით, დაჭერით და ა.შ.
ჩვენ გავქვს ერთგვარი მოთხოვნა, მოვუწოდებ ბატონ ხაზარაძეს, ცნობილ მევახშეს, გადადგეს პარტიის თავმჯდომარეობიდან, არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. მისი ქმედება ამორალურია. ვიმეორებ – 903-მა ოჯახმა დაკარგა სახლი. ეს არის სხვის უბედურებაზე, ცრემლებზე გამდიდრება. ამორალურია, დღეს იჯდეს ბატონი ხაზარაძე ტელეეთრებში უტიფრად, ხალხს მოძღვრავდეს და მათ უკეთეს მომავალს ჰპირდებოდეს“, – განაცხადა სადღობელაშვილმა.

„პრიორიტეტული მიმართულების განვითარების ცენტრის“ დამფუძნებელმა, ნიკა ჩოლოყაშვილმა კი განაცხადა, რომ ცენტრმა „უსახლკაროდ დარჩენილ პირთა შესახებ კანონპროექტი“ შეიმუშავა, რომელსაც მომავალი მოწვევის პარლამენტში წარადგენს.

შეგახსენებთ, “ლელოს” დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე მევახშეობის აკრძალვის ინიციატივით გამოდის.
“თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა, რომ ადამიანებს ბანკი და მევახშე ერთმანეთში ერევათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები