საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3913 -ს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 40-ით გაიზარდა და მათი საერთო რიცხვი 1574-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით 22 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები