ბრიტანეთში ვარაუდობენ, რომ ოქტომბერში ქვეყანაში კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი 50 ათასს მიაღწევს

ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი ყოველ შვიდ დღეში ორმაგდება და თუ ეს პროცესი გაგრძელდა, ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის დღეში 50 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდება.

ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის მთავარმა მეცნიერმა, მრჩეველმა პატრიკ ველანსმა განაცხადა.

“ამჟამად ყოველ შვიდ დღეში გაორმაგებულ მაჩვენებელს ვაფიქსირებთ. თუ ასე გაგრძელდა, ოქტომბრის შუა რიცხვებში 50 ათასამდე ახალი შემთხვევა გვექნება დღეში. ეს დღეში 200-ზე მეტ ლეტალურ შემთხვევას გამოიწვევს”, – თქვა ველანსმა.

​მისი თქმით, ეს წინასწარმეტყველება არ არის, არამედ მცდელობაა, აჩვენოს ის, თუ რა შეიძლება, მოხდეს ვირუსის ამჟამინდელი ტემპით გავრცელების შემთხვევაში.

ბრიტანეთის მთავრობა საერთო ეროვნული კარანტინის განმეორებითი დაწესების შესაძლებლობას განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები