ძიძიგური – სუბარის პლაკატზე: სამარცხვინოა, რომ პოლიტიკური პარტიები ნაცვლად დიალოგისა ერთმანეთის პლაკატების დაზიანებით არიან დაკავებულნი

წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური ხდება საარჩევნო პლაკატების დაზიანების ვანდალური ფაქტები. “კვირამ” მსგავსი შემთხვევა სამგორის რაიონში დააფიქსირა, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სოზარ სუბარის პლაკატები ჩამოხეული და გადახაზულია.

ამ კონკრეტულ და, ზოგადად, მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით შეფასება “კვირასთან” „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა გააკეთა.

“სამარცხვინო ფაქტია, რომ პოლიტიკური პარტიები, ნაცვლად დიალოგისა და პოლიტიკურ თემებზე საუბრისა, ერთმანეთის პლაკატების ჩამოხევით არიან დაკავებულნი. 30 წელზე მეტია, მრავალპარტიულ არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას და პარტიები კვლავ მსგავსი ქმედებებით გვამახსოვრებენ თავს, რაც ერთმანეთის საარჩევნო პლაკატების გადახაზვასა და ჩამოხევას მოიცავს. ამის მაგივრად ჯობს, დასხდნენ და იმ კითხვებს გასცენ პასუხი, რაც საზოგადოებას აქვს, ისაუბრონ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა: კოალიციის შექმნა, ნარკოპოლიტიკა და ა.შ”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები