განიხილავს თუ არა აშშ ინჯირლიკის ბაზის გადატანას – რა პროექტებზე მუშაობს პენტაგონი არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან
აშშ-თურქეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, არაბთა გაერთიანებული საემიროები პენტაგონთან ინჯირლიკის ბაზის გადატანის შესაძლებლობას განიხილავს.
ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
აღინიშნება, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროები პენტაგონთან სხვადასხვა ეკონომიკურ და სამხედრო პროექტზე მუშაობს.
გასულ კვირას საკითხის კომენტირებისას აშშ-ის ჯარის ვიცეპოლკოვნიკმა, თომას კემპბელმა განაცხადა, რომ აშშ ინჯირლიკის ბაზის გაუქმებას არ აპირებს.
„თურქეთის მთავრობის მოწვევით, აშშ ათწლეულების განმავლობაში აგრძელებდა არსებობას ინჯირლიკის სამხედრო ბაზაზე. ჩვენი იქ ყოფნა არის დასტური იმისა, რომ აშშ-სა და ნატო-ს წევრ თურქეთს შორის ურთიერთობები მყარი და ძლიერია“, – ნათქვამია კემპბელის განცხადებაში.