საქართველო-საბერძნეთს შორის რეგულარული ფრენები აღდგება

საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული ფრენები ნოემბერ-დეკემბერში აღდგება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ფარგლებში თბილისში ჩამოსულ, საბერძნეთის ტურიზმის მინისტრთან ჰქონდა საუბარი.

“ამ დღეებში საქართველოს საბერძნეთის ტურიზმის მინისტრი სტუმრობდა. ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა მასთან. გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომ საკმაოდ სწრაფად, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ფარგლებში, ავიამიმოსვლა აღდგება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ნოემბერ-დეკემბრის საქმეა”, – აცხადებს ნათია თურნავა.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ათენსა და თბილისს შორის მხოლოდ ჩარტერული რეისები სრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები