ელის დოჯსონის ახალი რომანის წარდგენას „მზიური“ უმასპინძლებს

23 სექტემბერს, 19:00 საათზე, „მზიურში“ ელის დოჯსონის ახალი რომანის „ამ მთისა და იმ ბარისა” წარდგენა გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნს წარადგენენ: ლიტერატორი ამირან არაბული, პოეტი და ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე.

ელის დოჯსონი, ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2017-ის” ფარგლებში, ჟიურის რჩეული გახდა. მისი რომანი „რაფლეზია” გაიყიდა ინდოეთში. ასევე, თარგმნილია ინგლისურად და amazonbook-ის მეშვეობით, უცხოელ მეგობრებსაც შეუძლიათ გაცნობა. „ამ მთისა და იმ ბარისა” მისი მესამე წიგნია. გამოცემული აქვს ასევე „დომენიკა და საიდუმლო ქალაქი Z”, რომელიც ფენტეზის ჟანრია. ამას გარდა, ახალი ინტერაქციული წიგნის – „ფენიქსის” ერთ-ერთი ავტორია.

ახალ რომანში ელისი ხევსურულ დიალექტს იყენებს. ტექსტი გამართა და დაამუშავა ლიტერატორმა ამირან არაბულმა. წიგნის ყდაზე იმუშავა მხატვარმა თედო რეხვიაშვილმა.

 “ჩვენ ძალიან კარგ ნაწარმოებთან გველის შეხვედრა, წიგნთან, რომელიც ბევრ რამეს შეგვახსენებს და ახლებურად, სხვანაირად დაგვანახებს. გმირების თავგადასავლები დამაჯერებელიც არის და დაუჯერებელიც, დემონური ამბებიცაა და ღვთაებრივიც, ბევრ რამეს მოიცავს და ჩანს, რომ ავტორი კარგად იცნობს მთის სამყაროს. ამ ყველაფრის ჩვენამდე მოტანა კი ძალიან კარგად შეძლო. ვფიქრობ, ელის დოჯსონის ამ წიგნსაც ბევრი მკითხველი ეყოლება”, – ამბობს ამირან არაბული.

ღონისძიებაზე წიგნის შეძენა შესაძლებელი იქნება 20%-იანი ფასდაკლებით.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები