ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ასპრიამ კონკურსი – „თვის საუკეთესო წევრი“ – ჩაატარა

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, ფიტნესქსელიასპრია“ არაერთ ღონისძიებას ატარებს. რადგანაც კომპანიის მიზანი ჯანსაღი გარემოს შექმნაა, იგი სისტემატურად ზრუნავს მომხმარებლების მოტივაციის ამაღლებაზე და მათ სხვადასხვა სახის აქციასა თუ გამოწვევაში ჩართვას სთავაზობს. მართალია, კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, სავარჯიშო დარბაზები გარკვეული პერიოდით დაკეტილი იყო, თუმცა რეგულაციების მოხსნას „ასპრია“ ახალი აქციით შეხვდა და გადაწყვიტა, დღესდღეობით მოქმედ სამივე: ვაკის, წერეთლისა და ბათუმის ფილიალში ფიტნესით დაინტერესებული ადამიანები წაეხალისებინა.

კონკურსი – „თვის საუკეთესო წევრი“ – რომელიც 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, იმ მომხმარებლების გამოვლენას ისახავდა მიზნად, რომლებმაც ამ დროის განმავლობაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს. „ასპრია“ მათ, ჯილდოს სახით, მაისურს, ჩანთას, უფასო ფოტოსესიასა და 1-თვიან აბონემენტს გადასცემს.

აღსანიშნავია, რომ არა მხოლოდ კონკურსის მიმდინარეობისას, არამედ დარბაზების ხელახალი გახსნის შემდგომი პერიოდიდან მოყოლებული დღემდე „ასპრიაში“ ყველა რეკომენდაციის დაცვით ტარდება რეგულარული სადეზინფექციო სამუშაოები, მკაცრადაა დაცული დისტანცია და შენობაში შემსვლელი თითოეული ადამიანი თერმოსკრინინგის მეშვეობით მოწმდება.

რაც შეეხება უშუალოდ კონკურსს, მისი ერთ-ერთი გამარჯვებული თბილისელი გეორგია შოგირაძე გახდა, რომელიც 30 წლის განმავლობაში იტალიაში ცხოვრობდა და 10 თვეა, რაც საქართველოში დაბრუნდა.

„პანდემიის გამო, ვარჯიშს ვერ ვახერხებდი, ფიზიკური მდგომარეობა გამიუარესდა და ძალიან მინდოდა, ისევ ფორმაში ჩავმდგარიყავი. როცა „ასპრიამ“ კონკურსი გამოაცხადა, ძალიან გამიხარდა, რადგან ეს ჩემთვის სტიმული აღმოჩნდა. თანაც, კონკურსის ფორმატიდან გამომდინარე, მეტი ძალისხმევა მომიწევდა და ჩვეულ ფორმას უფრო მალე დავიბრუნებდი. სასურველ შედეგს მივაღწიე.

ასპრიაში“ საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოვხვდი. წერეთლის ფილიალში დავდივარ, აქ ძალიან მომწონს და ვარჯიშს აუცილებლად გავაგრძელებ“ – აღნიშნავს გეორგია.

მეორე გამარჯვებული და „ასპრიას“ „თვის საუკეთესო წევრი“ ვაკის ფილიალში ნიკა იორდანაშვილია. ნიკასთვის ეს კონკურსი ორმაგად სამოტივაციო გამოდგა, რადგან ვარჯიშს უბრუნდებოდა და თან, ატყობდა, რომ კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო.

„ვარჯიში 2019 წლის ნოემბრიდან დავიწყე. როგორც კი დაკეტილი დარბაზები გაიხსნა და „ასპრიას“ შეთავაზების შესახებ გავიგე, გადავწყვიტე კონკურსშიც მიმეღო მონაწილეობა და თან, ჩემი სხეული გამეჯანსაღებინა. ვხედავდი, რომ კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო, ამიტომაც ორმაგად მოტივირებული ვიყავი. ვიცოდი, გამარჯვება მარტივი არ იქნებოდა, თუმცა თუ „თვის საუკეთესო წევრი“ არ გავხდებოდი, თავს მაინც გამარჯვებულად ჩავთვლიდი, რადგან ჯანსაღი ცხოვრების რიტმს დავუბრუნდი. შესაბამისად, კონკურსში თავიდანვე მაქსიმალური ძალებით ჩავერთე და შრომამაც შედეგი გამოიღო. გამიხარდა, რომ, ფაქტობრივად, გაჩერებული ცხოვრების შემდეგ წარმატებას მივაღწიე. 

მინდა, ეს გამარჯვება ჩემს ცხოვრებაში სხვა მიმართულებით მიღწეული წარმატებების საწინდარი გახდეს.​​​

ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა ყველაფერზე დადებითად მოქმედებს და ხელს უწყობს როგორც ფიზიკურად აქტიური ცხოვრების შენარჩუნებას, ასევე, მორალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.“- მიიჩნევს ნიკა იორდანაშვილი.

მესამე გამარჯვებული გახდა და „თვის საუკეთესო წევრის“ სტატუსი ბათუმის ფილიალში მიენიჭა უკრაინელ ოქსანა ლინიკს, რომელიც 8 წელია, თბილისში ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, ფიტნესი მისი მამოძრავებელი ძალაა.
„რაიმე ტიპის შეჯიბრში არასდროს გამიმარჯვია. ეს ჩემი პირველი გამარჯვება იყო, რაც ჩემთვის უდიდესი სტიმულია. ყოველდღე და ყოველწამს ვვარჯიშობ. სამწუხაროდ, კორონავირუსის გამო, სამსახური დავკარგე და სახლში დავჯექი, ფიტნესი კი, აღმოჩნდა ის, რამაც სიცოცხლის უნარი შემძინა. ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემთვის ისეთივე აუცილებელია, როგორც – სუნთქვა.“ – ამბობს ოქსანა.
აღსანიშნავია, რომ სამივე მონაწილის წარმატებაში „ასპრიასტრენერებს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით.  გეორგიას ტრენერი ბექა გაბელაია იყო, ნიკოლოზის – მიშკა კუჭუხიძე, ხოლო ოქსანას გამარჯვებაში მარინა გალდა დაეხმარა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები