დღეს „ქართული ოცნება” მოსახლეობას სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარუდგენს

დღეს, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” მოსახლეობას სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარუდგენს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

“19 სექტემბერს, 13:00 საათზე, მმართველი პარტია ვანის მოსახლეობას სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გივი ჭიჭინაძეს წარუდგენს.
წარდგენას “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.
14:25 საათზე „ქართული ოცნება” გივი ჭიჭინაძეს სამტრედიის მოსახლეობას წარადგენს.
15:15 საათზე გივი ჭიჭინაძის წარდგენა გაიმართება ხონში.
16:30 საათზე მმართველი გუნდი გივი ჭიჭინაძეს წყალტუბოში წარადგენს.
​ღონისძიების გასაშუქებლად, გთხოვთ, ელექტრონული ფოსტით მოგვაწოდოთ მედიასაშუალების წარმომადგენელთა მონაცემები”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები