ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი: არ არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ კორონავირუსმა მუტაცია განიცადა და შესუსტდა

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, სინამდვილეს არ შეესაბამება მოსაზრება, რომლის თანახმადაც კორონავირუსმა მუტაცია განიცადა და შესუსტდა. ამის შესახებ ბუწაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

„ამ მოსაზრებას არავითარი სამეცნიერო მტკიცებულება არ აქვს. ეს არის სურვილის დონეზე პოეტურ-პროზაული ნათქვამი. რაიმე კვლევები, რომელიც ამბობს იმას, რომ ვირუსმა განიცადა პოზიტიური, ჩვენთვის სასიკეთო მუტაცია და შესუსტდა, არ არსებობს. პირიქით, ერთადერთი სამეცნიერო კვლევა, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს, ამბობს, რომ ვირუსმა უფრო სწრაფად გადაცემის უნარი შეიძინა.

ის, რომ მას დამაზიანებელი გავლენა ნაკლები აქვს, ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს. თუმცა, ნამდვილად ვხედავთ, რომ სიკვდილობისა და მძიმე შემთხვევების პროცენტული წილი შემცირდა. მაგრამ, ამას სხვა ახსნა აქვს, არა ის, რომ ვირუსი შესუსტდა, არამედ ის, რომ კლინიცისტებმა უკეთ ისწავლეს მართვა. ტესტირების გაფართოებასთან ერთად სულ უფრო და უფრო მეტი უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტის გამოვლენა ხდება. პანდემიის დასაწყისში გამოკვლევა უტარდებოდათ მხოლოდ სიმპტომების მქონე და გართულებულ პაციენტებს, მათ შორის უფრო მეტი ლეტალური გამოსავალი იყო. ახლა, როცა ძალიან მასობრივია ტესტირება, უამრავი უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტი ვლინდება. მათ შორის გართულებულები და ლეტალური გამოსავლის მქონეების პროცენტული წილი მკვეთრად მცირდება. ეს მოსალოდნელიც იყო. ეს მოჩვენებითად იძლევა იმის ილუზიას, რომ ვირუსი შესუსტდა,  თორემ სინამდვილეში, ბიოლოგიურად ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს“, – განმარტა მაია ბუწაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები