„საქართველოსთვის, მსოფლიოსათვის – გავერთიანდეთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების შესამცირებლად”

საქართველოში კლიმატის კვირეული იწყება!

21-27 სექტემბერს საქართველოში, “მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს” ორგანიზებით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის შემუშავების“ ფარგლებში, კლიმატის კვირეული ჩატარდება.

2020 წლის კვირეულის მთავარი გზავნილია – „საქართველოსთვის, მსოფლიოსათვის – გავერთიანდეთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების შესამცირებლად!“.

კლიმატის კვირეულის აღნიშვნას საფუძველი 2009 წელს ნიუ იორკში დაედო, რომელიც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „კლიმატის ჯგუფის“ ინიციატივითა და ქალაქ ნიუ იორკის, გაერო-სა და მრავალი სხვა ორგანიზაციის წარმატებული პარტნიორობის შედეგად შედგა. მას შემდეგ კლიმატის კვირეული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად ტარდება და მის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიება იმართება. კვირეულს აერთიანებს ერთი საერთო მიზანი: მსოფლიო საზოგადოების მობილიზება და გაერთიანება საერთო პრობლემასთან – გლობალური კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლად.

„კლიმატის კვირეული“ საქართველოში “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს” მიერ 2009 წლიდან აღინიშნება და მის ფარგლებში მრავალი აქტივობა ტარდება.
გამონაკლისი არც მიმდინარე წელია. მიუხედავად გლობალური პანდემიის გამოწვევებისა, საქართველოში კლიმატის კვირეულის მსოფლიო კამპანიის პარალელურად 21-27 სექტემბერს, “მწვანეთა მოძრაობის” ორგანიზებით, მრავალი ღონისძიება იგეგმება. კვირეულის ღონისძიებებში აქტიურადაა ჩართული პროექტის ფარგლებში შექმნილი საზოგადოებრივი ქსელის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, შექმნილია ღონისძიებების პროგრამა, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. კვირეული მოიცავს სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის, დაგეგმილია მედიატური, ონლაინლექლლლცია/სემინარები, მწვანე ბაკანი, მოსწავლეებისათვის ნახატების კონკურსები და ა.შ.
2020 წლის კლიმატის კვირეულის გზავნილი ნიუ იორკ სიტიდან ასეთია: „ნიუ იორკისთვის, მსოფლიოსთვის“  (For New York, for the World”). ნიუ იორკის კლიმატის კვირეული (Climate Week NYC) კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი იმ იშვიათ საერთაშორისო სამიტთაგანია, რომელიც წელს ჩატარდება. რამდენადაც აქცენტი COVID-19-ის შემდგომ აღდგენაზე კეთდება, “ნიუ იორკის კლიმატის კვირეული 2020” აპირებს, შეისწავლოს, რა შეიძლება, ვისწავლოთ სამართლიანი გადასვლის გზით კლიმატნეიტრალური მომავლისკენ სწრაფვისგან.

2020 წლის კვირეულის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდება შემდეგ საკითხებზე:

სუფთა ენერგიაზე გადასვლა
ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა
მრეწველობა და გარემო
ფინანსები, ინვესტიციები და სამუშაო ადგილები
საკვები და მიწათსარგებლობა
ბუნება და მეცნიერება
აშშ და საერთაშორისო პოლიტიკა
ახალგაზრდობა, საზოგადოებრივი მობილიზაცია და სამართლიანობა
მდგრადი მოგზაურობა და ტურიზმი
კლიმატის გავლენა და ადაპტაცია

საქართველოში კლიმატის ცვლილების კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები “მწვანეთა მოძრაობის” ორგანიზებითა და ხელშეწყობით გაიმართება თბილისში, ქუთისში, სენაკში, ბოლნისში, მცხეთაში, ხონში, თეთრიწყაროსა და ხულოში. კვირეულის ტარდება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის შემუშავების“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „გერმანიის დედამიწის მეგობრებთან“ (BUND) თანამშრომლობით და მხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მიერ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები