ლევან რატიანი: გავრცელება შეიძლება, იყოს მაღალი, თუმცა, ლეტალობა და დაავადებულთა რიცხვი არ იყოს პირდაპირ კავშირში გავრცელებასთან
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსის ლეტალობა და დაავადებულთა რიცხვი არ არის პირდაპირ კავშირში კორონავირუსის გავრცელებასთან.
“ამ ვირუსმა გამოიჩინა, სამწუხაროდ, ისეთი რამ, რაც არცერთ ვირუსს ისტორიულად არ გაუკეთებია და გავრცელდა მთელს დედამიწაზე. მაგრამ სხვა ვირუსებისგან, სხვა ინფექციური პათოლოგიებისგან განსხვავებით, ამ ვირუსმა ერთი რამაც დაანახა სამყაროს, რომ გავრცელება შეიძლება, იყოს მაღალი, თუმცა, ლეტალობა და დაავადებულთა რიცხვი არ იყოს პირდაპირ კავშირში გავრცელებასთან”, – განაცხადა ლევან რატიანმა.