თამარ გაბუნია: ის, რომ შემთხვევები ასე ინტენსიურად ვლინდება, გარკვეულწილად, დაკავშირებულია ფართომასშტაბიან ტესტირებასთან

“ეპიდემია ძალიან დიმანიკური პროცესია და გარკვეული ტალღური მიმდინარეობა ახასიათებს. ჩვენ პირველი ეტაპი გამოვიარეთ ისე, რომ შემთხვევები შეკავების ფაზაში გვქონდა და ეს შეკავება ძალიან ეფექტური გამოვიდა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

„შემთხვევების მატება მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. მობილობა ძალიან აქტიურად გაიხსნა და ეს იყო ძალიან რელაქსირებული და აქტიური ზაფხულის სეზონი. განსაკუთრებით, ეს ეხება აჭარას: სადღაც წესი არ იყო დაცული, სადღაც დიდი თავყრილობა იყო და, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. გარდა ამისა, დღეს ჩვენ ტესტირების ბევრად უფრო შესაძლებობა გვაქვს, ვიდრე ეს იყო, დავუშვათ, თებერვალში, მაგრამ ის, რომ შემთხვევები ასე ინტენსიურად ვლინდება, გარკვეულწილად, დაკავშირებულია ფართომასშტაბიან ტესტირებასთან. ფართომასშტაბიანი ტესტირება აჭარაში იყო საშუალება იმისთვის, რომ სწრაფად გამოგვევლინა ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც აჭარაში გავრცელდა იმ საყოველთაოდ ცნობილი კერებიდან, სადაც იყო პირველი ეპიდაფეთქება. ფართომასშტაბიანი ტესტირება და ბულვარში განთავსებული ხუთი საველე ლაბორატორია იყო სწორედაც დამსვენებლებისთვის, რადგან ვიცით, რომ ბათუმს ძალიან ბევრი სტუმარი ჰყავდა და ეს ხალხი, ყველა დაუბრუნდებოდა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებს, ამიტომ, მათი იქიდან წამოსვლა ისე, რომ ჩვენ არ გვცოდნოდა ინფიცირების სტატუსი, სხვა რეგიონებში ინფექციის გავრცელების წყარო იქნებოდა. ამდენად, ფართომასშტაბიანი, ორკვირიანი ტესტირება იყო ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები