ლისზე Eclectik-ის მიერ დაგეგმილი ღონისძიება არ გადაიდო – ივენთი რეგულაციების მიხედვით, წესების სრული დაცვით ჩატარდა

მთავრობის მიერ დადგენილი ახალი რეგულაციების მიუხედავად, Eclectik-მა გადაწყვიტა, არ გადაედო დაგეგმილი ივენთი და 11 სექტემბერს ლისის მიმდებარედ, ყველასა და ყველაფრისგან მოწყვეტილ ადგილას,  წესების სრული დაცვით, მაინც მოახერხა და ჩაატარა კულტურული ღონისძიება.

ივენთის ორგანიზატორების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რასაკვირველია, რეგულაციის ცვლილებამ და ღია სივრცეებში 200 კაცზე მეტის აკრძალვამ მნიშვნელოვნად დააზარალა Eclectik, მისი მონაწილეები თუ სტუმრები, თუმცა ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი კულტურული ღონისძიებები და განტვირთვა, მით უფრო ასეთ სტრესულ დროს.

“ჩვენთვის, Eclectik-ის დამფუძნებლებისთვის უმნიშვნელოვანესია ხალხის ჯანმრთელობა და არანაკლებ პრიორიტეტულია კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ გადავწყვიტეთ, არ გადაგვედო დაგეგმილი აქტივობა და ყველა წესის დაცვით მაინც ჩატარდა, ამისთვის დიდ მადლობას ვუხდით საპატრულო პოლიციას, რომელიც ჩვენთან ერთად იყო მთელი საღამოს განმავლობაში და იცავდა ჩვენს უსაფრთხოებას. ასევე მადლობა გვინდა გადავუხადოთ ხელნაკეთი ნივთების ოსტატებს, ვთვლით, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია და ჩვენ კვლავ აქტიურად დავუჭერთ მათ მხარს. ასევე, წარმატებული გამოდგა ჩვენ მიერ შერჩეული 2 ახალი სახე- Hesque და A70, რომელიც გვჯერა, ახალ სიტყვას იტყვიან ელექტრონულ მუსიკაში. მადლობა მუსიკოსებს, რომ შეგვიწყეს ხელი განწყობის შექმნაში: Asea Sool-ს, ზაზა ნოზაძეს, კაბუს. და, რაღა თქმა უნდა, მადლობა მოსულ სტუმრებს და ბოდიში იმ ხალხს, ვინც ვერ მოხვდა იმ 200 კაცში“- აცხადებენ Eclectik-ის დამფუძნებლები, მარიამ ჭანტურია და რომა ცირეკიძე.
Eclectik მორიგ ივენთამდე ემშვიდობება თავის სტუმრებს და ბევრ ახალ, ეკლექტურ დღეებს ჰპირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები