ვახტანგ ჭარაია: პანდემიის პირობებში ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლის გაუმჯობესება საერთაშორისო ასპარეზზე ქართული სახელმწიფოს კიდევ ერთი წარმატება და დაფასებაა

“კიდევ ერთი დასტური მაღალრეპუტაციული ორგანიზაციისგან ქართული ეკონომიკის თავისუფლების ხარისხისა და საინვესტიციო გარემოს სიჯანსაღის შესახებ”, – ასე შეაფასა “ფეისბუქის” პირად გვერდზე ფრეიზერის ინსტიტუტის მიერ „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველოს დაწინაურება თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ.

„ათეულში ადგილი საქართველომ ბოლო რამდენიმე წელიწადში გაიკაფა და წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ირლანდია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და მრავალი სხვა. პანდემიის პირობებში ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლის გაუმჯობესება კიდევ ერთი წარმატება და დაფასებაა ქართული სახელმწიფოსი საერთაშორისო ასპარეზზე, რომელსაც ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ ახალი შესაძლებლობების მისაღებად“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები