გიორგი ვაშაძე: თვითიზოლაციაში ვარ, ვირუსის არანაირი სიმპტომი არ მაქვს

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაშია. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, მიუხედავდ იმისა, რომ “კანონი და სამართლის” დამფუძნებელსა და მის თანამოაზრეს, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, მას არანაირი სიმპტომი არ აქვს.
“დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მეგობრებო:
1. ჯანმრთელად ვარ და არანაირი სიმპტომი არ მაქვს;
2. სამწუხაროდ, თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეს დაუდგინდათ კორონავირუსი. ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას. ბოლო კონტაქტი 12 დღის წინ მქონდა ზუგდიდში, ღია სივრცეში, რადგან თაკოს ოფისი საბურთალოზეა, მე კი ისანში ვარ, ძირითადად და რეგიონებში დავდივარ;
3. მიუხედავად ამისა, ერთი საათის წინ ჩავაბარე როგორც პისიარ, ასევე – ანტისხეულებზე ტესტი;
4. პასუხები იქნება ხვალ, დილით და მანამდე ვიქნები თვითიზოლაციაში;
5. თაკოსთან  კონტაქტში მყოფ ყველა  პირს  ვიკვლევთ;
6. სიას გადავცემთ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, თვითონ ჯერ კავშირზე არ გამოსულან;
7. იმედი მაქვს, იქნება საკმარისი ტესტების მარაგი, რომ ყველას ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის”,  – წერს ვაშაძე სოციალურ ქსელში.
​შეგახსენებთ, პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერსა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს საბურთალოს ოლქში, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები