ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 557-მდე გაიზარდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ19-ის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 557 დადასტურებული შემთხვევაა.
კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის კლინიკაში 53 პაციენტი მკურნალობს, მათგან 6 მძიმე, ხოლო 11 საშუალო სიმძიმის მდგომარეობაშია.
გარდა ამისა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვირუსის დამარცხება სულ 158-მა პაციენტმა შეძლო, 5 გარდაიცვალა.