ბექა ფერაძე: სკოლების შემოწმება გრძელდება
“სკოლების შემოწმება გრძელდება და უკვე 1500-მდე სკოლაა შემოწმებული”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა სკოლის მასწავლებლები და დირექტორები არიან გაფრთხილებულები და რეკომენდაციები არის გაცემული.
„სკოლების შემოწმება გრძელდება და უკვე 1500-მდე სკოლაა შემოწმებული, აქედან 614 სკოლაზე გავეცით ნებართვა, ვერ დააკმაყოფილა 81-მა, ხოლო დანარჩენი პროცესშია. ველოდებით გარკვეულ დოკუმენტაციას, რათა შესაბამისი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული, ათზე მეტი უნივერსიტეტია შემოწმებული და თითოეულ მათგანზე ნებართვა არის გაცემული.
ჩვენ, დღეის მდგომარეობით, ვართ პროცესში, როდესაც ნებართვებს გავცეთ სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომ მათ საგანმანათლებლო პროცესის დაწყება შეძლონ. ამის შემდგომი პროცესია უკვე გეგმური ინსპექტირება. გეგმური ინსპექტირება დამოკიდებული იქნება ეპიდემილოგიურ სიტუაციასა და იმ რისკებზე, რაც ქვეყანაში გვექნება, სხვადასხვა რეგიონის მიხედვით, ეტაპობრივად განხორციელდება ყველა ეკონომიკური სუბიექტის შემოწმება. პროცესში ჩართულია სხვადასხვა საზედამხედველო უწყება, ხდება შემოწმება, დასურათება, კითხვარის შევსება, ინსპექტორთა რაოდენობა არის ოთხასამდე, ამიტომ, სწავლის დაწყებას ამ კუთხით არავითარი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ ვართ მუდმივ კომუნიკაციაზე განათლების სამინისტროსთან. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ შესაბამის პროცედურებს სჭირდებოდა გარკვეული დრო. 15 სექტემბრამდე ეს პროცესი იქნება დასრულებული. ინდივიდური შემთხვევები შესაძლოა, იყოს, თუმცა ეს არ იქნება მასიური. ყველა სკოლის მასწავლებლები და დირექტორები არიან გაფრთხილებულები და რეკომენდაციები არის გაცემული. ამიტომ ამ მიმართულებით რაიმე გართულებას არ ველოდები“, – განმარტა ბექა ფერაძემ.