ავღანეთში “თალიბანის” წევრებმა მძევლად 10-მდე ადამიანი აიყვანეს
რადიკალური დაჯგუფება “თალიბანის” წვერებმა პანჯშერის პროვინციაში მძევლად 10-მდე ადამიანი აიყვანეს.
ინფორმაციას Tolo News-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პროვინციის საბჭოს ხელმძღვანლის, აზმუდინ მირზაეს თქმით, ადგილზე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.
მისი ინფორმაციით, მძევლები მეჩეთში ჰყავთ, რომელიც ამჟამად ძალოვანების მიერ ალყაშია მოქცეული.