მარინა ეზუგბაია კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევის ინფიცირების წყაროებს ასახელებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან სამის ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, უცნობია.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, კოვიდცენტრებში კორონავირუსით ინფიცირებული 381 ადამიანი მკურნალობს.

“ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან – 3 “დონას” კლასტერია, 19 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 4 არის სამედიცინო პერსონალი – “ავერსის” კლინიკიდან, 4 შემოტანილი შემთხვევაა და ერთი გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. 12 არის აჭარაში მოგზაურობის ისტორიით. სამზე ეპიდკვლევა მიმდინარეობს წყაროს დადგენისა და კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით.

45 შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება. 5 არის ჯგუფური შემთხვევა – ფართომასშტაბიანი ქორწილიდან თბილისში.

გამოჯანმრთელდა მხოლოდ 6 პაციენტი. კოვიდცენტრებში 381 დადასტურებული შემთხვევა. კრიტიკულად მძიმეა სამი პაციენტი. მძიმეთა სიაშია 17 პაციენტი.

ჩვენს ცენტრში 19 პაციენტი გვყავს, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ორის მძიმეა, ხოლო დანარჩენების – საშუალო სიმძიმისაა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები