ბათუმის იუსტიციის სახლი შენობის სრული დეზინფექციის მიზნით დროებით ფუნქციონირებას წყვეტს

ბათუმის იუსტიციის სახლი შენობის სრული დეზინფექციის მიზნით დროებით ფუნქციონირებას წყვეტს, – ამის შესახებ “კვირას” ბათუმის იუსტიციის სახლიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შენობის სრული დეზინფექციის მიზანი „COVID-19″-ის გავრცელების პრევენცია და მოქალაქეებისათვის სერვისების უსაფრთხო მიწოდებაა.

“8 სექტემბრიდან, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დაგეგმილია ბათუმის იუსტიციის სახლის შენობის სრული დეზინფექცია. მოხდება როგორც მომსახურების სივრცეების, „ჯასთ კაფესა” და შეხვედრების ოთახების დეზინფექცია, ისე შენობის 17-ვე სართულზე განთავსებული სხვადასხვა უწყების სამუშაო ფართების დამუშავება”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები