გია აბაშიძე – სააკაშვილზე: საზოგადოების დიდმა ნაწილმა უკვე გადაწყვიტა, თუ რომელი პასუხისმგებლიანი პარტია დატოვოს მართვის სადავეებთან
ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანება ,,ძალა ერთობაშიას” პრემიერობის კანდიდატად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დასახელებას აფასებს.
როგორც აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, საზოგადოების დიდმა ნაწილმა უკვე გადაწყვიტა, მართვის სადავეებთან რომელი პასუხისმგებლიანი პარტია დატოვოს.
“შტაბკვარწირის” მშობლიურ ენაზე დავწერდი – “სოვსემ სიეხალი ს კატუშეკ”. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ პრემიერმინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება. 1. მიშა უკრაინის მოქალაქეა. დავუშვათ, ,,ნაცებმა,, გაიმარჯვეს (სიზმარში), საქართველოს მოქალაქეობა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უნდა დაუბრუნოს. რა, აიძულებენ თუ ორბელიანის სასახლეს შტურმით აიღებენ? 2. დაუსწრებლად გამოტანილ განაჩენებზე რა ხდება? წამალაშვილი-ჭანტურიას ამასწინდელი სამარცხვინო “დოკუმენტური” ფილმი “წამებულ” მიშაზე და მხოლოდ სამავლინებო ხარჯების გამო “დევნაზე” ვერ გამოდგება გამამართლებელ “საბუთად”. სხვა, გაცილებით მძიმე დანაშაულებებშია სააკაშვილი მხილებული საქართველოშიც და სტრასბურგშიც. 3. შალიკოს ფანჩატურის კლასტერი (ევროსაქები, ბურჯანაძე და სხვ.) რომ არ ეთანხმება მომავალი ე. წ. პრემიერის კანდიდატს, კოალიცია როგორ შეიკვრება? მოკლედ, მშვიდობით თავად ,,ნაცოპოზიცია,, მივიდეს არჩევნებამდე, თორემ საზოგადოების დიდმა ნაწილმა უკვე გადაწყვიტა, თუ რომელი პასუხისმგებლიანი პარტია დატოვოს მართვის სადავეებთან”, – წერს აბაშიძე.
“ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანება ,,ძალა ერთობაშიას” პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება. ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.