რატი იონათამიშვილი: სააკაშვილის კანდიდატურის დასახელებით მისი მხარდამჭერი პარტიები აღიარებენ, რომ ამ დანაშაულში მისი თანამზრახველები არიან

“მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის დასახელებით მისი მხარდამჭერი პარტიები აღიარებენ, რომ ამ დანაშაულში მისი თანამზრახველები არიან”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

როგორც ჟურნალისტებს იონათამიშვილმა განუცხადა, არც ამ ადამიანს და არც მის მხარდამჭერ პარტიებს იმის რესურსი არ აქვთ, რომ ქართულ პოლიტიკურ გარემოზე რაიმე გავლენა მოახდინონ.

„ამის შემდეგ, ოპოზიციამ მისი კანდიდატურა პრემიერად დაასახელა, რაზე უნდა ვილაპარაკოთ? – ცხადია, ის უნდა დაბრუნდეს, ჩამობრძანდეს  იქ, სადაც ყველაზე მეტად ელოდებიან – ეს არის სასჯელაღსრულების სისტემა. იქ ქართული მართლმსაჯულება ელოდება იმისთვის, რაც ქვეყნისა და ოჯახების წინაშე აქვს ჩადენილი. არც ამ ადამიანსა და არც მის მხარდამჭერ პარტიებს იმის რესურსი არ აქვთ, რომ ქართულ პოლიტიკურ გარემოზე რაიმე გავლენა მოახდინონ. ეს ადამიანები არიან ქართული პოლიტიკის წარსულები, მათ უმძიმესი დანაშაული აქვთ ჩადენილი. მისი კანდიდატურის დასახელებით მისი მხარდამჭერი პარტიები აღიარებენ, რომ ამ დანაშაულში მისი თანამზრახველები არიან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანება ,,ძალა ერთობაშიას” პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება. ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები