ნუკრი ქანთარია: “ნაცმოძრაობა“ და “ევროპული საქართველო” ერთი კლასტერია
“ნაციონალურ მოძრაობასა“ და “ევროპულ საქართველოს“ შორის განსხვავება არ არის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა და ჟურნალისტებთან საუბარში პარტიებს შორის არსებული განსხვავების თაობაზე „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ ბროშურებს გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთი კლასტერია.
„ერთი პარტია ამბობს, რომ სააკაშვილის გარეშე ჩვენ შევძლებთ, მეორე სააკაშვილთან ისევ მიწებებულია. შეიძლება, მათ შორის განსხვავება ეს იყოს. მგონი, ესეც ფანდი და ხერხია ელექტორატის იმ ნაწილის მოსაზიდად, ვინც იმ პერიოდში სააკაშვილის სუსხი კარგად იგემა“, – განაცხადა ქანთარიამ.