ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მათი ინფორმაციით, პაციენტი, გუდაუთის საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.
მედიის ცნობით, 74 წლის პაციენტი სოხუმის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, გუდაუთის საავადმყოფოში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.
დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, პანდემიის გავრცელების დროიდან, ჯამურად, კორონავირუსის 516 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 157 და დაღუპულია 5 ადამიანი.