გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილზე: მობრძანდეს
“მობრძანდეს”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
კითხვაზე, რამდენად რეალურად მიაჩნია მიხეილ სააკაშვილის განცხადება ჩამოსვლასთან დაკავშირებით პრემიერმა აღნიშნა: „მობრძანდეს, მობრძანდეს“.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:
„ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით“,- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.