ფონიჭალაში დაჭრილი ორი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

“თბილისში, ფონიჭალაში დაჭრილი ორი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – ამის შესახებ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალის“ ექიმმა, მადონა მინდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ დაჭრილ მამაკაცებს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

„კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ გუშინ სასწრაფო დახმარების მიერ მოყვანილ იქნა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაც ჩაუტარდათ სათანადო ქირურგიული მანიპულაციები. ამ ეტაპზე, აგრძელებენ მკურნალობას კლინიკაში, განყოფილებებში. მათი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია, შეესაბამება დაზიანებების ხარისხს და ვადას. რჩებიან მორიგე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული“, – განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, დაჭრის ფაქტი ფონიჭალაში გუშინ მოხდა. მომხდარზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები