“სტანდარტული ბაქი-ბუქი შემრჩა ხელში” – ანდრია გვიდიანი “ლელოს”  “მარშალის გეგმაზე”

“ლელოს” “მარშალის გეგმის” პრეზენტაციას ვუყურე. ისეთი სახელი შეურჩევიათ, მეგონა, საქმიან და კონკრეტულ პროგრამას წარმოადგენდნენ, თუმცა სტანდარტული ბაქი-ბუქი შემრჩა ხელში”, – წერს ექსპერტი, ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.

„ზოგადად, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიები ფანტაზიის მაქსიმუმს ხარჯავენ ხოლმე საქართველოს უღრუბლო და ნათელი მომავლის მოდელის დახატვაში. თუმცა, სამწუხაროდ, რეალურ პრობლემებს თვალს არ უსწორებენ და მათი გადაჭრის გზებზე არ საუბრობენ ხოლმე. ასეთი ვითარებაა “ლელოს” შემთხვევაშიც დაწყებული 6.5 ტრილიონიანი(!) ონლაინ გაყიდვების იდეით გაგრძელებული თელავის მსოფლიოს ღვინის დედაქალაქად გამოცხადბით და ოქსფორდის მოდელის მიხედვით, რაჭის საერთშორისო საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბებით.

არაფერს ვამბობ იდეოლოგიურად ურთიერთგამომრიცხავ პასაჟებზე მემარცხენე, მემარჯვენე,ლიბერალური და სოციალისტური ელემენტებით.

არაფერს ვამბობ ახლადშექმნილი ოჯახებისთვის ბინების ყიდვაზე და სხვა არაადეკვატურობებზე.

მოკლედ, არაფერი განსაკუთრებული. “ლელოც” სტანდარტულ ოპოზიციურ პოპულიზმის მარათონში ჩაერთო, ეს არის და ეს”, – წერს ანდრია გვიდიანი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები