გოგა ხაინდრავა – “კურდღელი სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოვა, როგორც ჩანს, უკრაინიდანაც გამოაგდებენ”

“მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოვა, როგორც ჩანს, უკრაინიდანაც გამოაგდებენ”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხაინდრავამ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელთა გამოც, მისი თქმით, ექსპრეზიდენტი საქართველოში ვერ დაბრუნდება.

„ჯერ ერთი, სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე. საქართველოს არამოქალაქე ვერ გახდება ქვეყნის პრემიერმინისტრი, ეს ყველასთვის ცნობილია. მეორეც, სამ საქმეზე არის მსჯავრდებული, რამდენიმე საქმეზე კი გამოძიება გრძელდება. ის არის კურდღელი და ყველამ კარგად ვიცით, რისი ჩამომსვლელია, მაგრამ ამის შესახებ მიდის დაუმთავრებელი პოლიტვნებები: ჩამოვა-არჩამოვა, იქ დებატები არის ამასთან დაკავშირებით, ეს სამარცხვინო და სასაცილოა. ყველას კარგად გვესმის, რომ, ასე ვთქვათ, ქარიშხალია ცარიელ ჭიქაში. მიუხედავად ამისა, ამაზე დიდი აქცენტები კეთდება – ჩამოვა, თუ არა სააკაშვილი, აგერ თქვენ და აგერ მე, რისი ჩამომსვლელია?
აქ კი არ ჩამოვა, როგორც ჩანს, იქედანაც გამოაგდებენ. ვინც უკრაინის პრესას ეცნობა, ის ხედავს, რა მდგომარეობაა. ვარშალომიძე გამოაგდეს ჯერ ზელენსკის კაბინეტიდან, შემდეგ – უკრაინიდან, საყვარელიძეც მიაყოლეს ზედ და სააკაშვილსაც ზედ მიაყოლებენ. ეს თავიდანვე ნათელი იყო. ქართულ საზოგადოებას მივმართავ, აქ ვინ რას დაწერს და რას იტყვის, ნაკლებად საინტერესოა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები