გიორგი გახარია: გლობალური პანდემია გამოწვევაა, რომელთან ერთად ცხოვრებაც მოგვიწევს, როგორც ჩანს, შემდგომ წელიწადს, წალიწად-ნახევარს

“ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გლობალური პანდემია გამოწვევაა, რომელთან ერთად ცხოვრებაც მოგვიწევს, როგორც ჩანს, შემდგომ წელიწადს, წელიწად”ნახევარს”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სხდომის დაწყებისას პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველო დღეს აღიარებულია ერთერთ წარმატებულ ქვეყნად ეპიდემიის რისკების მართვისა ისევე, როგორც – ეკონომიკური რისკების შემსუბუქების კუთხით.

„მოგეხსენებათ, გუშინ გვქონდა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა – 38 შემთხვევა. დღეს გვაქვს 20 ახალი შემთხვევა, რაც, რა თქმა უნდა, უაღრესად საყურადღებოა. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ გუშინ ქვეყანაში გაკეთდა 7186 ტესტი, რომელზეც დღეს, დღის მეორე ნახევარში გვექნება პასუხი, რაც ეპიდემიოლოგიურ სურათს უკეთესად დაგვანახებს. თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გლობალური პანდემია გამოწვევაა, რომელთან ერთად ცხოვრებაც მოგვიწევს, როგორც ჩანს, შემდგომ წელიწადს, წალიწად-ნახევარს. ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა, სწორად ვმართოთ რისკები. ვერავინ, მათ შორის, საქართველოც, ცალკე აღებული ქვეყანა გლობალურ პანდემიას ვერ დაამარცხებს, რამეთუ ეს არის გლობალური გამოწვევა და რისკი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ, პირველ ყოვლისა, დავიცვათ ჯანმრთელობა ჩვენი მოქალაქეებისა და, რა თქმა უნდა, დავიცვათ ჩვენი ეკონომიკა.

ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს გარკვეული წარმატებები და საქართველო დღეს აღიარებულია ერთერთ წარმატებულ ქვეყნად ეპიდემიის რისკების მართვისა ისევე, როგორც – ეკონომიკური რისკების შემსუბუქების კუთხით“, – აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები