საკონდიტრო „დონა“ განცხადებას ავრცელებს – “ზედმიწევნით ვასრულებდით ყველა რჩევასა და რეკომენდაციას”

ბათუმში მდებარე კაფე-საკონდიტრო – „დონა“, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა, განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კოვიდინფექციის გამოჩენის პირველი დღეებიდან ზედმიწევნით ასრულებდნენ ყველა იმ რჩევასა და რეკომენდაციას, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციას ეხებოდა.

„ამის მიუხედავად, ჩვენს ორივე ფილიალში დადასტურდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები. ყველა დაინფიცირებული გადის მკურნალობას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო მათთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილნი არიან კარანტინში.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეებს ტესტის გაკეთება შეუძლიათ როგორც ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებულ კარვებში, ასევე – სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში. გისურვებთ ჯანმრთელობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კაფე-საკონდიტრო „დონასთან“ სულ კორონავირუსის 23 შემთხვევაა დაკავშირებული.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები