რატი იონათამიშვილი: ქვეყნის გაზიფიცირების პროექტი მნიშვნელოვანი და ერთერთი წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტია
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ქვეყნის გაზიფიცირება 2013 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს და 2021 წლისთვის 110 ათასი ახალი აბონენტი მიიღებს ბუნებრივ გაზს. ამის შესახებ მან პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის იმ წარმომადგენელთა საპასუხოდ განაცხადა, რომელთა თქმით, გაზიფიცირება არ ხდება.
„ძალიან განმაცვიფრებელი იყო, რომ დღეს სხდომათა დარბაზში ბევრი უტიფარი სიცრუე და ტყუილი ითქვა, მაგალითად, თითქოს, “ლელოს” აქტივისტმა ჩამოხსნა ბანერი, რომელიც სინამდვილეში ჩამოხსნა ბათუმის მერიამ, მაგალითად, ის, რომ გაზიფიცირება თურმე არ ხდება, მაშინ როდესაც 2013 წლიდან მოყოლებული ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და 2021 წლისთვის 110 ათასი ახალი აბონენტი ეყოლება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთერთი წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტი”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.