სამოქალაქო აქტივისტი: მეორე დაკავებულის, ნიკოლოზ ცხოვრებოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

სამოქალაქო აქტივისტი, გრიგორი აბაევი ცხინვალის ციხეში გარდაცვლილ ინალ ჯაბიევთან ერთად დაკავებული მეორე პირის, ნიკოლაი ცხოვრებოვის შესახებ წერს და ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც უკიდურესად მძიმეა.

“დასტურდება ინფორმაცია, რომ მეორე დაკავებულის, ნიკოლოზ ცხოვრებოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და იმყოფება ზნაურის რაიონულ საავადმყოფოში. ის, როგორც მოკლული ინალ ჯაბიევი, ცხინვალის ციხეში სცემეს და შემდეგ ზნაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცხოვრებოვის დედას შვილის სანახავად არ უშვებენ. ამასთან, მილიციის თანამშრომლებმა ქალს ცინიკურად და ნაგლად უთხრეს, რომ ხვალ ცხინვალში დააბრუნებენ და ისევ სცემენ. პირადად მე ბიბილოვისა და მისი გარემოცვის საქციელს ვერ ვხსნი. ფხიზელ, საღ გონებაზე მყოფი ადამიანს ამის გაკეთება არ შეუძლია” , – წერს გრიგორი აბაევი.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტი ინალ ჯაბიევი ორ მეგობართან, ნიკოლოზ ცხოვრებოვთან და გერსან კულუმბეკოვთან ერთად თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრზე, იგორ ნანიევზე თავდასხმის მომზადებისთვის ეჭვმიტანილად ცნეს და რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს მისი ძმაც. 28 აგვისტოს, 14 : 21 საათზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენერალურ პროკურატურაში რესპუბლიკური საავადმყოფოდან შევიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საავადმყოფოში გადმოყვანილია უგონო მდგომარეობაში მყოფი ჯაბიევი სხეულის მძიმე დაზიანებებით. რამდენიმე საათში ჯაბიევი გარდაიცვალა.

აღნიშნული ფაქტის გასაპროტესტებლად ე.წ სამხრეთ ოსეთში, ცენტრალურ მოედანზე  ასობით ადამიანი შეიკრიბა. როგორც მათთან შესახვედრად მისულმა ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, ე.წ შს მინისტრი, იგორ ნანიევი თანამდებობიდან უკვე გაათავისუფლა და პროკურატურაში მის წინააღმდეგ საქმეც აღიძრა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები