კახა კალაძე: მთელი საქართველო ვგლოვობთ დაღუპულებს, ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს – სიტყვები უძლურია ასეთ დროს

თბილისის მერი კახა კალაძე შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

“მომხდარმა საშინელმა ავტოკატასტროფამ ყველანი შეგვძრა. დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ 17 ადამიანი იმსხვერპლა. მთელი საქართველო ვგლოვობთ დაღუპულებს. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს. სიტყვები უძლურია ასეთ დროს… ვიმედოვნებთ, რომ სამი გადარჩენილი მგზავრის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი მალე გამოჯანმრთელდებიან,”- წერს კახა კალაძე “ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე.

ცნობისთვის, გუშინ, შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები