„ეკვილიბრიუმმა“ ახალქალაქის ოთხი სოფლის ბიბლიოთეკას წიგნები ჩაუტანა

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ განაგრძობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ბიბლიოთეკების მხარდაჭერას, უახლესი ლიტერატურით მომარაგებას. მოძრაობის დამფუძნებელი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ახალგაზრდებთან შეხვედრებსაც მართავს და წიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრება.
21 აგვისტოს „ეკვილიბრიუმი“ ახალქალაქის ოთხ სოფელს – პირველ და მეორე დილისკას, პტენასა და ჩუნჩხას ეწვია.
„დღევანდელი „ეკვილიბრიუმობა“ – ახალქალაქის სოფლების ოთხი სკოლა – პირველი და მეორე დილისკა, პტენა და ჩუნჩხა. რვა წელია ასე დავდივართ საქართველოში. 1200 სოფლის კარზე დავაკაკუნეთ და ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ. აი, ახალქალაქში კი 43 სოფელი მოვიარეთ და დანარჩენსაც ვეწვევით“,- აცხადებს გიორგი კეკელიძე.

მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ მხარდამჭერია კომპანია „გალფი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები