ლევან მაჭავარიანი გეგელიას განცხადებაზე: ასე აზროვნებს „აგენტურული“, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“, თითოეული წარმომადგენელი – არანაირი სუვერენიტეტი, არანაირი საკუთარი დღის წესრიგი, მხოლოდ გარე მითითებებით მოქმედება, მხოლოდ უცხო ძალების ინტერესების გატარება
ასე აზროვნებს „აგენტურული“, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული წარმომადგენელი. არანაირი სუვერენიტეტი, არანაირი დამოუკიდებლობა, არანაირი საკუთარი დღის წესრიგი. მხოლოდ გარე მითითებებით მოქმედება, მხოლოდ გარე დავალებების შესრულება, მხოლოდ უცხო ძალების ინტერესების გატარება, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, „ლელო- ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე წერს.
მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებასთან ერთად მმართველ გუნდს იმასაც უფასებს, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები სწორედ ქვეყნის შიგნით მიიღება.
„ასე აზროვნებს „აგენტურული“, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული წარმომადგენელი.
არანაირი სუვერენიტეტი,
არანაირი დამოუკიდებლობა,
არანაირი საკუთარი დღის წესრიგი.
მხოლოდ გარე მითითებებით მოქმედება,
მხოლოდ გარე დავალებების შესრულება,
მხოლოდ უცხო ძალების ინტერესების გატარება.
ქართველი ხალხი, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებასთან ერთად, იმასაც გვიფასებს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს შესახებ ყველა გადაწყვეტილებას სწორედ საქართველოში ვიღებთ; რომ თითოეული ნაბიჯით უფრო დამოუკიდებლები და უფრო სუვერენულები ვხდებით; რომ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს ვატარებთ და მხოლოდ ამის შემდეგ — სხვა დანარჩენისას; რომ ვიცავთ ყველაფერს, რაც წინაპრებმა დაგვიტოვეს; და რომ ჩვენი სამშობლოსთვის მნიშვნელოვან დღის წესრიგს ჩვენვე ვაყალიბებთ.“ – წერს ლევან მაჭავარიანი.
ცნობისთვის, გრიგოლ გეგელიამ დღეს „ლელო – ძლიერი საქართველოს“ პოზიცია გააჟღერა : „ ჩვენი წინადადებაა, საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის მონაწილეობით შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“ და ანაკლიის მართვა გადაეცეს მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ოპერატორს.“