გუშინ გვიან ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენმა აპარატებმა საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფ რვა საწვავის ტანკერს შეუტიეს, რომლებიც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილ გემებად ითვლებოდნენ.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ ბროვდიმ (მადიარი) განაცხადა.
„414-ე „მადიარის ჩიტების“ ბრიგადის „კაიროსის“ პილოტებმა ღამით რუსული ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი რვა ტანკერი აღმოაჩინეს და გაანადგურეს. აზოვის ზღვაში ყირიმისთვის ბენზინისთვის ბრძოლა გრძელდება“, – აღნიშნა სამხედრო ოფიცერმა.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად რვა ტანკერის გარდა, მშრალი ტვირთმზიდი გემი და ბორანიც დაზიანდა.