ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე და დირექტორი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდნენ

თურქეთის რიგით მე-5 საზღვაო სამიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – თამარ იოსელიანი და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი – ივანე აბაშიძე, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს, არსენიო დომინგეზს შეხვდნენ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და IMO-ს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, საზღვაო სექტორში მიმდინარე რეფორმები, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესი და სამომავლო პარტნიორობის გაძლიერების შესაძლებლობები.

“ყურადღება გამახვილდა საზღვაო უსაფრთხოების, მეზღვაურთა მხარდაჭერის, ციფრული ტრანსფორმაციისა და საქართველოს, როგორც შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვანი საზღვაო ჰაბის როლის გაძლიერების საკითხებზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სააგენტოს პირველი მოადგილე – ნათია მიმინოშვილი”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები