თელავში “რთველი 2020”-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

თელავში ,,რთველი 2020″-ის საკოორდინაციო შტაბი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს ოფიციალურად გახსნა.

შეხვედრას თელავის მუნციპალიტეტის მერთან, შოთა ნარეკლიშვილთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა ,,რთველი 2020″- ის წარმატებით ჩატარებისთვის საჭირო ღონისძიებებზე იმსჯელეს და ფერმერებს სიახლეები დეტალურად გააცნეს.

ლევან დავითაშვილის თქმით, ხელისუფლება რთველის ჩასატარებლად მზად არის და მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პროცესში არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები