საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი” ავრცელებს.

აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1385 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 20-ით გაიზარდა და ამჟამად 1128-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 903 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები