აჭარის მთავრობა ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება

აჭარის მთავრობა ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება. საკითხი შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს. სხდომას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა.
კომისიის რეკომენდაციითა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებული 23 ოჯახს გაეწევა. გამოიყოფა 369 162 ლარი, რაც მოხმარდება დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენას.

„შერეული სამთავრობო კომიის მორიგ სხდომაზე განვიხილეთ სხვადასხვა სტიქიური მოვლენების დროს დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი. კომისიის რეკომენდაციას უახლოეს დღეებში წარვუდგენთ მთავრობის თავმჯდომარეს. დახმარებას 23-ვე ოჯახი მიიღებს“, -განაცხადა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

2020 წელს, იანვრიდან დღემდე, აჭარის მთავრობის სარეზევო ფონდიდან სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 1388 ოჯახს ფინანსური დახმარების სახით ჯამში გაეწია 2 360 652 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები