მაშველებმა სამი მეთევზის სიცოცხლე გადაარჩინეს

ადიდებული ჭოროხიდან მაშველებმა სამი მეთევზე გამოიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, მეთევზეები მდინარეში შექმნილ კუნძულზე იყვნენ და ადიდებული წყლის გამო გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. მაშველებმა ისინი ნავით გამოიყვანეს.
ამ დროისთვის მეევზეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები