თეა წულუკიანი: უკრაინის მოქალაქის საქმეს ჯერ არ ვიცნობ, როდესაც გავეცნობი, ცხადია, პოზიცია მექნება

“უკრაინის მოქალაქის საქმეს ჯერ არ ვიცნობ, როდესაც გავეცნობი, ცხადია, პოზიცია მექნება”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომელიც უკრაინის მოქალაქე ვადიმ ალტმანის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციას დაუშვებლად მიიჩნევს.

„ამ საქმეზე ჯერ პოზიცია არ მაქვს, რადგან საექსტრადიციო საქმეზე პროკურატურები მუშაობენ, შემდეგ ქართულმა სასამართლომ უნდა განიხილოს და სულ ბოლოს, პატიმრობის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, საქმე მოდის მინისტრთან, ეს წერია კანონში. ეს საქმე არ მინახავს, არ ვიცი რას ეხება, როდესაც საქმეს გავეცნობი, ცხადია, პოზიცია მექნება და ეს პოზიცია თქვენთვისაც გახდება ცნობილი“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები