მარტვილში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ პროექტები დაათვალიერა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – ალექსანდრე ხურცილავა, მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების უფროს ნუგზარ ცანავასთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ.
ქალაქ მარტვილში №1 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება კედლებს, იატაკსა და ჭერს. მოეწყობა კიბის მოაჯირები და დამონტაჟდება გათბობის სისტემა. ასევე, საბავშვო ბაღის ეზოში მოეწყობა ღია სცენა. პროექტის ღირებულება 150 685 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ი.მ. გივი ცაავა ასრულებს. სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
ქალაქ მარტვილისა და ნალეფსაოს დამაკავშირებელი ხიდის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე ძველი, დაზიანებული ხიდის დემონტაჟი დასრულებულია. პროექტის ფარგლებში, აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდი. პროექტი ითვალისწინებს რკინა-ბეტონის საყრდენი კედლებისა და გაბიონების მოწყობას, ასევე, მოეწყობა ასფალტობეტონის სავალი ნაწილი და ლითონის მოაჯირები. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 598 905 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს Construction Service ასრულებს.
მარტვილის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ვედიკარის საჯარო სკოლაში გარე საპირფარეშოს სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. პროექტის ღირებულება 9 437 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „გჯ2019“ ახორციელებს. მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს, სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 საჯარო სკოლაში განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები