მეწარმეობის შესახებ ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურულ ცენტრში „მუზა“- ში აშშ-ის საელჩოს ’’წიგნის თარგმნის პროგრამა 2018’’-ის ფარგლებში ქართულ ენაზე თარგმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია ’’მეწარმეობა, ახალი საწარმოს წარმატებული წამოწყებისთვის’’ (გამომცემლობა Pearson, 2018, ავტ. Bruce R. Baringer, R. Duane Ireland) გაიმართა.
ცნობილი ამერიკელი ექსპერტების ნაშრომი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ საქართველოში აშშ-ს საელჩოს საგრანტო პროექტის ფარგლებში ითარგმნა. წიგნი აღიარებულია საუკეთესო, თანამედროვე სახელმძღვანელოდ არა მხოლოდ უნივერსიტეტების ბიზნესისა და ეკონომიკის სპეციალობების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის, არამედ მეწარმეებისთვისაც, რომლებსაც ცოდნის განახლება ესაჭიროებათ. ასევე მათთვის, ვისაც სამეწარმეო ფირმის დაარსება და მისი წარმატებული მართვა სურთ. ნაშრომი შედგენილია კვლევაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის განსახორციელებლად, რაც აუცილებელი პირობაა პრაქტიკული შედეგის მისაღებად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები